Thumbnail

ტაისონი ისევ მუშტებს იქნევს - მაიკი ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტაისონმა WWE-ს ვარსკვლავი კრის ჯერიკო გამოიწვია და დიდი აურზაური მოაწყო
  • ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე საჩვენებელი ორთაბრძოლებისთვის ემზადება

კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ექს-ჩემპიონმა მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუზე All Elite Wrestling’s Dynamite გამოცხადდა და ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა. “რკინის მაიკი” რინგზე UFC-ს ყოფილ ჩემპიონებთან – ვიტორ ბელფორდთან, ჰენრი სეხუდოსთანა და რაშად ევანსთან ერთად ავიდა და WWE-ს ვარსკვლავ კრის ჯერიკოსთან საქმის გარჩევა დაიწყო. ტაისონმა მაისური შემოიხია, შემდეგ კი, ჯერიკოს შეურაცხყოფა და როდესაც მან ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ხელი ჰკრა და სანახაობაც დაიწყო.

ცხადია, ეს, ყველაფერი შოუს ნაწილი იყო, რაც ამერიკულ პუბლიკას ესოდენ ახალისებს, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ვეტერანი მოკრივე კვლავაც ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 53 წლის ტაისონმა ვარჯიში მცირე ხნის წინ განაახლა და მზადყოფნა გამოთქვა, რათა საჩვენებელ ორთაბრძოლებში მონაწილეობა მიიღოს. ტაისონს უკვე გამოეხმაურა ევანდერ ჰოლიფილდი, ამასთან ერთად კი, მაიკთან შერკინებაზე მზადყოფნა გამოთქვა ტაისონ ფიურიმაც.

შეგახსენებთ, რომ ტაისონს პროფესიონალურ რინგზე 56 შერკინება აქვს ჩატარებული და აქტივში 50 მოგება (44 ნოკაუტით) აქვს. ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო 1987-90 წლებში, ასევე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი WBC-ს ვერსიით (1986-90, 1996), WBA-ს ვერსიით (1987-90, 1996), IBF-ს ვერსიითა (1987-90) და The Ring-ის ვერსიით (1988-90). ფლოიდ მეივეზერის გამოჩენამდე, "რკინის მაიკი" მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივე გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები