Thumbnail
  • ბასკონიას კაპიტანი ევროლიგის 2019/20 წლების სეზონის გაუქმებას გამოეხმაურა
  • 28 წლის ქართველი კალათბურთელის აზრით, მთავარი ჯანმრთელობაზე ზრუნვას

ორი დღის წინ ევროლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2019/20 წლების სეზონი აღარ გაგრძელდება და შესაბამისად, ჩემპიონიც ვერ გამოვლინდება. ტურნირის მონაწილე ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. 

ევროლიგის 2019/20 წლების სეზონის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას 28 წლის ფორვარდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ევროლიგას, კლუბებსა და ყველას, ვინც ამ რთული და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა. გვესმის, რომ ძნელია სხვადასხვა მხარეებისა და შეხედულებებისთვის ანგარის გაწევა. საბოლოოდ ჩვენ ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია.

ტურნირის მონაწილეებმა დავკარგეთ მატჩები და ჩვენი ფანებისთვის თამაშის შესაძლებლობა, თუმცა ვირუსის გამო შემქნილ ამ ექსტრემალურ ვითარებაში, ორთვიანი თვითიზოლაციის პირობებში, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია", - წერს შენგელია.

ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, როდესაც 28 ტურის თავზე, ტურნირს 24 მოგებით თურქული ანადოლუ ეფესი ლიდერობდა. თორნიკე შენგელიას ბასკონიას 12 მოგებით მე-13 ადგილი ეკავა, თუმცა, საპლეიოფო ზონას, რომელშიც 8 კლუბი შედიოდა, მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები