Thumbnail

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრობს და ანორთოსისის გაძლიერებას სამ სპეციფიკურ პოზიციაზე აპირებს...

პირველ რიგში ეს არის "ათიანის" პოზიცია - გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ესპანელი ლეგიონერი რუბენ რაიო, მაგრამ მას ანორთოსისში დარჩენა აღარ სურს. 

სხვათა შორის, ამ პოზიციაზე თამაში თორნიკე ოქრიაშვილს შეუძლია, თუმცა დარჩება თუ არა ისიც კლუბში, რთული სათქმელია.

კიდევ ერთი პოზიცია, სადაც ქეცბაია გაძლიერებას აპირებს შუა ნახევარმცველია box to box ტიპის. სხვათა შორის, ამ პოზიციაზეც ქართველი თამაშობს ანორთოსისში - ბუბა დაუშვილი, რომელიც გუნდში რჩება.

მესამე პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია. 24sports.com.cy წერს, რომ გუნდის ხელმძღვანელობას სურს უკეთესი ფორვარდის მოყვანა, ვიდრე ახლა გუნდში ირიცხებიან. შეგახსენებთ, რომ ამ პოზიციაზე ანორთოსისში ნიკა კაჭარავა თამაშობს.  

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, ანორთოსისი ვიცე-ჩემპიონია. ამ სეზონში ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები