Thumbnail
  • რუბინის პერსონალსა და ფეხბურთელებს კორონავურსზე ტესტირება ჩაუტარდათ
  • დაავადება ერთ-ერთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა, რომელიც თვითიზოლაციაში რჩება
  • ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კარაცხელიას ვარჯიშის განახლება შეუძლიათ

რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ რუბინის ქართველ ლეგიონერებს, ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას, თანაგუნდელებთან ერთად კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს. საბედნიეროდ, ქართველ ფეხბურთელებს ინფექცია არ აღმოაჩნდათ, თუმცა ყაზანურ კლუბის პრესსამსახურის ცნობით, COVID 19 გუნდის ერთ ფეხბურთელს მაინც გამოუვლინდა - მცველ ნიკოლაი პოიარკოვს.

იუწყებიან, რომ პოიარკოვს, რომელსაც ინფექციაზე დადებითი პასუხი ჯერ კიდევ 18 მაისს ჩატარებულ ტესტზე ჰქონდა, კონტაქტი არ ჰქონია გუნდის პერსონალსა და სხვა ფეხბურთელებთან და ის თვითიზოლაიცაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პოიარკოვი მეორე ფეხბურთელია რუბინში, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე იგივე დიაგნოზი კონსტანტინ პლიევს დაუსვეს, რომელიც კვლავაც ჩრდილოეთ ოსეთში რჩება.

რუბინში ფეხბურთელებისა და პერსონალის მასობრივი ტესტირება 25 მაისს ჩატარდა და ხელისუფლების დადგენილების თანახმად, ყველა ფეხბურთელს, ვისაც პასუხი უარყოფითი ჰქონდა, მცირე ჯგუფებად ვარჯიშის უფლება აქვს. შესაბამისად, წვრთნას განაახლებენ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლებიც საქართველოდან ყაზანში 22 მაისს, ავტომობილით ჩავიდნენ და წესის თანახმად, ორკვირიანი კარანტინი უნდა გაევლოთ.

ზურიკოს და ხვიჩას თბილისიდან ყაზანამდე 2079 კმ-ის გავლა ავტომობილით მოუხდათ

რუსეთის 2019/20 წლების პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო 1-ელ აპრილს შეწყდა. ჩემპიონატი სავარაუდოდ 21 ივნისიდან უნდა განახლდეს. ყაზანის რუბინს ჩატარებული 22 მატჩის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში მე-14 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები