Thumbnail
  • 📅 27 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ ლაიპციგი V ჰერტა
  • ლაიპციგი ფავორიტია, მაგრამ ჰერტა ძალიან კარგ ფორმაშია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ბუნდესლიგის 28-ე ტური ოთხშაბათს, 5 მატჩით დასრულდება, რომელთაგან ცენტრალური და ყველაზე საინტერესო, ლაიპციგისა და ბერლინის ჰერტას თამაშია. სწორედ ეს იქნება დღის პირველი მატჩი, რომელიც 20:30-ზე დაიწყება, დანარჩენი შეხვედრები კი 22:30-ზეა ჩანიშნული.

ზედიზედ 3 ფრის შემდეგ, ლაიპციგმა როგორც იქნა, მოიგო და, თანაც, დიდი ანგარიშით - საქსონიელებმა მაინცი სტუმრად 5:0 გაანადგურეს. ტიმო ვერნერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჰერტასთან დუელის წინ შესანიშნავ ხასიათზეა. ლაიპციგელებს ჯერ კიდევ აქვთ იმის შანსი, რომ ჩემპიონობისთვის გაიბრძოლონ და ამიტომ ჰერტას დამარცხება ძალიან სჭირდებათ. თუმცა ეს ადვილი არ იქნება!

ბუნდესლიგის რესტარტის შემდეგ ჰერტა გრანდიოზულ ფორმაშია! ბრუნო ლაბადიას ხელმძღვანელობით ბერლინელებმა ორივე თამაში მოიგეს და ორივე დიდი ანგარიშით: ჯერ ჰოფენჰაიმი დაამარცხეს სტუმრად 3:0, გასულ უიქენდზე კი შინ უნიონს დერბიში 4:0 მოუგეს.

ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ამ თამაშში დიდი ალბათობით ლაიმერს ვერ გამოიყენებს, რომელიც მაინცთან დაშავდა. ტრავმირებულია იუსუფ პოულსენიც. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და განაცხადში ბრუნდება ფორსბერგი.

ემილ ფორსბერგი გამოჯანმრთელდა

ლაიპციგი ფავორიტადაა მიჩნეული, მაგრამ ჰერტა რესტარტის შემდეგ იმდენად კარგ ფორმაშია, რომ დიდი შანსია, მესამეადგილოსანს ქულები დააკარგვინოს. საინტერესო ფაქტებში ბევრ მნიშვნელოვან დეტალს აღმოაჩენთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაიპციგმა ჰერტასთან ბუნდესლიგაში ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო და 1 დათმო, ბოლო 4 მატჩში კი სულ ცოტა 3 გოლს უტანდა.

⚽ ბუნდესლიგაში ჰერტას ბოლო 7 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა. 

⚽ ბუნდესლიგაში ჩატარებული ბოლო 20 მატჩიდან ლაიპციგმა მხოლოდ 1 წააგო.

⚽ ლაიპციგმა ბუნდესლიგაში ბოლო 20 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (10 მოგება, 9 ფრე). 

⚽ საკუთარ მოედანზე ბოლო 6 მოგებული თამაშიდან 5-ში ლაიპციგმა მინიმუმ ერთი ტაიმი მაინც მოიგო ერთზე მეტბურთიანი სხვაობით. ამ ბოლო 6 მოგებულ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბოლო ორ მატჩში ჰერტას საშუალოდ 3,5 გოლი გაჰქონდა, საკუთარი კარი კი ორივეჯერ მშრალად შეინახა (ჰოფენჰაიმთან სტუმრად 3:0, უნიონთან შინ 4:0).

⚽ ბოლო ორ მატჩში ჰერტამ შვიდივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.

⚽ ჰერტას სტუმრად 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4 მოგება, 2 ფრე) და ამ თამაშებში მე-60 წუთის შემდეგ საშუალოდ 2 გოლი გადიოდა. 

⚽ ჰერტამ ამ სეზონში არ წააგო ისეთი გასვლითი მატჩების 69%, რომლებშიც ბუკმეიკერების აზრით აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

⚽ ტიმო ვერნერმა კვირას ჰეთთრიკი შეასრულა და ლაიპციგის ბოლო 5 საშინაო გამარჯვებაში საშუალოდ თითოგოლიანი წვლილი აქვს შეტანილი. აქედან სამჯერ მან თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა.

⚽ ჰერტას ფორვარდი მატეუს კუნია 4 მატჩია, ბუნდესლიგაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

⚽ ჰერტას ლაიპციგთან სულ 6 წაგება აქვს (1 მოგება) და ექვსივეჯერ ორივე ტაიმი წააგო.

⚽ ლაიპციგმა ჰერტას სულ სამჯერ უმასპინძლა და სამჯერ მეტი გაიტანა, ვიდრე გაუშვა (ჯამში 9:3), მაგრამ ამ სამი მატჩიდან ერთი მაინც წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (3-4-3): გულაჩი - კლოსტერმანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი - მუკიელე, ზაბიტცერი, კამპლი, ანგელინო - ნკუნკუ, შიკი, ვერნერი.
ტრავმა: კონატე, პოულსენი
დისკვალიფიკაცია: არავინ

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ბოიატა, ტორუნარიგა, პლატენჰარდტი - გრუჯიჩი, სკიელბრედი - ლუკებაკიო, დარიდა, კუნია - იბიშევიჩი.
ტრავმა: ასკასიბარი, კრაფტი, რეკიკი, შტარკი, მ. ვოლფი
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები