Thumbnail

'ეს უსამართლობაა, აიაქსს ორჯერ ვაჯობეთ' - AZ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ითხოვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

AZ ალკმაარი უეფასგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს ითხოვს, რომელიც ერედივიზიემ აიაქსს მიაკუთვნა...

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიური ერედივიზიე ევროპის პირველი ეროვნული ჩემპიონატი იყო, რომლის სეზონიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ჩემპიონი არ გამოცხადებულა, სეზონს 56-56 ქულით აიაქსი და AZ ალკმაარი ლიდერობდნენ. ერთნაირი ქულების შემთხვევაში კი ჰოლანდიაში მთავარი ბურთების სხვაობაა, რომელიც აიაქსის სასარგებლოდაა.

AZ ალკმაარში მიაჩნიათ, რომ ეს დიდი უსამართლობაა, რადგან შეწყვეტილ ჩემპიონატში საგზურის ბედი ამის მიხედვით გადაწყდა. კლუბის არგუმენტს ამაგრებს ისიც, რომ ჩემპიონატში AZ-მ აიაქსს ორივე დაპირისპირება მოუგო.

ალკმაარმა ოფიციალურად მიმართა უეფასა და KNVB-ს, რომ ეს საკითხი განიხილონ, თუმცა უეფას მიერ დადგენილი რეგულაციით, ევროთასების საგზურის ბედს შეწყვეტილ ჩემპიონატში ეროვნული ფედერაცია გადაწყვეტს. უეფას მხოლოდ განხილვა შეუძლია, რამდენად სამართლიანად მოხდა ეს განაწილება. 

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატიდან მხოლოდ გამარჯვებული ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მეორე ადგილზე გასულს კი საკვალიფიკაციო ტურნირი ელის. 

კომენტარები

ბოლო ამბები