Thumbnail

კვერნაძე: ნიკას ნერვი არაფერზე ეშლება, როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მე მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ, ბასილაშვილი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა'
  • საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანმა შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს დევისის თასის ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ კომენტარი გააკეთა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო შეიქმნა. კვერნაძემ POSTV-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილის დანაშაულის დაჯერება უჭირს.

“მე მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა. ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერზე ნერვი არ ეშლება, როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო. იყო ისეთი თამაშები, სადაც ნიკოლოზს არ უნდა წაეგო, მაგრამ წააგო და მინახავს, ამ ყველაფერს როგორ ძალიან ადეკვატურად, მშვიდად ხვდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები