Thumbnail

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრის, ჯონ კოატესის განცხადების, ტოკიოს ოლიმპიადის ბედი ოქტომბერში გადაწყდება...

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანეს, თუმცა მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ ტოკიო ოლიმპიადას ვერც 2021 წელს უმასპინძლებს უსაფრთხოდ. 

IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ამის შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ თამაშებს მეტად ვეღარ გადაიტანენ, თუ ოლიმპიადის გამართვა 2021 წლის ივლის-აგვისტოში ვერ მოხერხდება, ის საერთოდ გაუქმდება.

ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის შეფმა და IOC-ის წევრმა ჯონ კოატესმა განაცხადა, რომ მომავალი ოლიმპიადის ბედი ოქტომბერში გადაწყდება.

ჯონ კოატესი (IOC): "გუშინ მხოლოდ ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფიცირების 10 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა ებრძვის პანდემიას წარმატებით, როგორც ავსტრალია ახერხებს. 

ოქტომბერში ნათლად გამოჩნდება, შეძლებს თუ არა იაპონია ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ მასპინძლობას. ბევრი ექსპერტი შემოდგომით, კორონავირუსის მეორე ტალღას ელის და ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მასშტაბური იქნება ის".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 5.4 მილიონ ადამიანამდე დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, 344 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები