Thumbnail

ლივერპულის ტრიუმფი სტამბოლში - ლეგენდარული ფინალიდან 15 წელი გავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლეგენდარული ფინალიდან 15 წელი გავიდა
  • 10 წუთში შემობრუნებული მატჩი და ლივერპულის მეხუთე ლიგა

2005 წლის 25 მაისს, რაფაელ ბენიტესის ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის/თასის გამარჯვებული მეხუთედ გახდა.

მერსისაიდელები პირველი ტაიმის შემდეგ მატჩს 3:0-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში, 10 წუთში მატჩის შემობრუნება შეძლეს, რისი შემოქმედიც კლუბის კაპიტანი - სტივენ ჯერარდი გახლდათ.

ჯერარდმა ჯერ თავად გაიტანა, ხოლო შემდეგ პენალტი გამოიმუშავა, რაც ალონსომ დამატების შემდეგ გოლად გარდასახა. ამ ორი ეპიზოდის შუაში კი ვლადიმირ შმიცერმა შორიდან გატანა შეძლო.

ლივერპული და მილანი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ დაუპირისპირდნენ, თუმცა 2007 წელს, ათენში გამარჯვება კარლო ანჩელოტის გუნდმა მოიპოვა - მილანმა რევანშის აღება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები