Thumbnail

რომა მხითარიანის იჯარას ახანგრძლივებს - ჩაკვეტაძის შანსი მცირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიურ კლუბს არსენალის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ამჟამად არ აქვს
  • რომას 31 წლის სომეხი ნახევარმცველის იჯარის ერთი წლით გახანგრძლივება სურს
  • იწერებოდა, რომ რომა მხითარიანის ალტერნატივად ჩაკვეტაძესაც განიხილავდა

საფეხბურთო კლუბი რომა ჰენრიხ მხითარიანის იჯარის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას ლონდონის არსენალთან მართავს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც არსენალიდან რომაში შარშან გადავიდა, იჯარის ვადა სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება. 

ცნობილია, რომ რომას მხითარიანის ტრანსფერის უახლოეს მომავალში გამოსყიდვისთვის ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს. მის ალტერნატივად კი, სხვასთან ერთად, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც დასახელდა

წელს რომა და გენტი ერთმანეთს ევროპალიგაზე დაუპირისპირდნენ

ამჯერად მედია წერს, რომ რომაული კლუბი არსენალს 31 წლის ფეხბურთელის იჯარის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას და ხელშეკრულებაში პუნქტის ჩადებას სთავაზობს, რომელიც 2021 წელს ფეხბურთელის ტრანსფერის აუცილებად გამოსყიდვას გაითვალისწინებს.

საქმე ისაა, რომ ჰენრიხ მხითარიანს ლონდონელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ივნისში უმთავრდება და შესაბამისად, რომასთან იჯარის გახანგრძლივებამდე ჯერ არსენალთან კონტრაქტის გაგრძელება დასჭირდება.

იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. სომეხმა ფეხბურთელმა სერია A-ს 13 მატჩში 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები