Thumbnail
  • სევილიას ფეხბურთელებმა ე.წ. აუზის ფართი მოაწყვეს
  • ევერ ბანეგას ცოლმა ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა
  • პრესა რეგულაციების დარღვევაში ზიდანსაც ადანაშაულებს

სეზონის განახლების წინ ესპანეთში ფეხბურთელებს მკაცრი წესების დაცვა უწევთ. სევილიას მოთამაშეებმა, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, გართობა გადაწყვიტეს და ე.წ. აუზის ფართი მოაწყვეს, რომელსაც ლუუკ დე იონგი, ლუკას ოკამპოსი, ევერ ბანეგა და ფრანკო ვასკესი ესწრებოდნენ. 

ყველაზე უცნაური ის არის, რომ შეკრება სოციალურ ქსელში დადებულმა ფოტომ "გასცა" - ევერ ბანეგას ცოლმა გადაწყვიტა, რომ გართობის ფოტოს ატვირთვა კარგი იდეა იყო. ფოტოზე, სულ მცირე, 12 ადამიანი ჩანს, სამთავრობო რეგულაციებით კი, 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. 

ბანეგას ცოლის ფოტო

ბანეგამ სოციალურ ქსელში უკვე მოიბოდიშა. მოთამაშეებს ლა ლიგისგან დისციპლინარული სასჯელი ელით, რადგან მათ უკვე გაიარეს ტესტირება და ახლა სეზონის დაწყებამდე ფრთხილად მოქცევა მართებდათ.

ეს ესპანეთში რეგლამენტის დარღვევის ერთადერთი შემთხვევა არ არის. პრესამ ზინედინ ზიდანიც შენიშნა, რომელიც ქალაქგარეთ იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ ლა ლიგა ივნისის დასაწყისიდან ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით უნდა განახლდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები