Thumbnail

შოთა არველაძე: მინდა, ამ რთულ მომენტში ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ'
  • შოთა არველაძე ქართველ ჩოგბურთელთან დაკავშირებულ ამბავს გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. არველაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გააცრცელა.

“ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”.

ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ,...

Posted by Shota Arveladze on კვირა, 24 მაისი, 2020

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

კომენტარები

ბოლო ამბები