Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე ჩემი სიმართლე უნდა დავიცვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას განვითარებული მოვლენების გამო'
  • 28 წლის ქართველი ჩოგბურთელის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ნიკამ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

“ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ”.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 16 ივლისს არის ჩანიშნული.

კომენტარები

ბოლო ამბები