Thumbnail

ენფილდის 41 მსხვერპლი - ლივერპულისა და ატლეტიკოს მატჩს მძიმე შედეგი მოჰყვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თამაში 11 მარტს ჩატარდა, როდესაც დიდ ბრიტანეთში საგანგებო რეგულაციები არ იყო
  • ლივერპულში გამართულ მატჩს 52 267 ადამიანი დაესწრო, მათ შორის 3 ათასი ესპანელი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისური ლივერპულისა და ესპანური ატლეტიკოს განმეორებით მატჩს 41 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. საუბარია მათზე, ვინც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსით სწორედ აღნიშნული შეხვედრის დროს დაინფიცირდა. ეს ინფორმაცია Dailymail-მა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 11 მარტს ლივერპულის სტადიონ ენფილდზე შედგა და მას 52 267 მაყურებელი (3 ათასი ესპანეთიდან იყო) დაესწრო. იმ მომენტისთვის, არც ინგლისსა და არც ესპანეთში კარანტინი არ ყოფილა დაწესებული, ამდენად, არც რაიმე შეზღუდვა არსებობდა.

ცნობისთვის, ლივერპულში გამართული მატჩი ატლეტიკომ დამატებით დროში 3:2 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში, ჯამში, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 65 471 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები