Thumbnail

'რაღაც საგნით გამომეკიდა, მგონი ნაჯახით' - ბასილაშვილის ყოფილი ცოლის კომენტარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოთ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს და დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

“ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ იყო ქონებრივი დავა. ეს საკითხი მოგვარებული იყო და თან ისე, მათ რომ აწყობდათ. უბრალოდ, ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად და თუ რატომ მოხდა იქ დაპირისპირება, ეს ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, - განუცხადა კურიერს ნეკა დოროყაშვილმა, - ფიზიკურად გამისწორდნენ არასრულწლოვნის თანდასწრებით. მიმდინარეობს ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით. არ ველოდი, რომ გირაოთი გაათავისუფლებდნენ. რაც შეეხება ჩემს ყოფილ მამამთილს - არ ვიცი, რა დაემართა, შესაძლოა მთვრალი იყო, მაგრამ მე და ჩემ შვილს გამოგვეკიდა რაღაც საგნით, რომელსაც დიდი ტარი ჰქონდა. თვითონ ამბობს, რომ ეს იყო გიტარა, მაგრამ მე მეგონა ნაჯახი. იმდენად აფექტში ვიყავი, რომ კარგად არც მახსოვს. მახსოვს, რომ ბავშვი მეჭირა ხელში, გავიქეცი და მანქანაში ჩავჯექი.”

რას ჰყვება "კურიერთან" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

🟣 ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან - რა დეტალებზე საუბრობს “კურიერთან“ დაზარალებული ვრცლად - http://rustavi2.ge/ka/news/165457

Posted by Rustavi 2 on კვირა, 24 მაისი, 2020

შსს-მ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერი გაცემულია ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები