Thumbnail

'ის ჯორდანზე უკეთესი იყო' - პიპენს გული წყდება, რომ ეს კობის თავად ვერ უთხრა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარული ჩიკაგო ბულსის წევრმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
  • პიპენის აზრით, ბრაიანტი ჯორდანის გადასწრებას ცდილობდა, რაც მოახერხა კიდეც

ჩიკაგო ბულსის ყოფილმა ფორვარდმა სკოტი პიპენმა კობი ბრაიანტი მის ლეგენდარულ თანაგუნდელ მაიკლ ჯორდანს შეადარა და აღნიშნა, რომ კობი უფრო ძლიერი იყო.

“კობი ძალიან ნიჭიერი გახლდათ. გული მწყდება, რომ მისი სიდიადის შესახებ მანამდე არ ვსაუბრობდით, სანამ ბრაიანტი ცოცხალი იყო. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ საუკეთესო გამხდარიყო. რა დასამალია, რომ ჯორდანის გადასწრებასაც ცდილობდა. მის ვიდეოებს ხშირად ვუყურებ და შემიძლია ვთქვა, რომ კობიმ ეს მოახერხა. დიახ, ის მაიკლზე უკეთესი იყო. ეს, იმ უდიდესი შრომის შედეგი გახლდათ, რომელიც კობიმ გასწია. ის NBA-ში ხომ პირდაპირ სკოლიდან მოვიდა, NCAA-შიც კი არ უთამაშია. ღმერთმა გაანათლოს მისი სული”.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ბრაიანტი, მისი 13 ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი, 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარულმა კალათბურთელმა, რომელიც 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში და ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი და ორჯერ ფინალური სერიის MVP გახდა, კარიერა 2016 წელს დასრულა.

სკოტი პიპენი ასევე ძალიან წარმატებული მოთამაშე გახლდათ. ის იმ ლეგენდარული ჩიკაგოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც 1991-1998 წლებში ჩემპიონობა 6-ჯერ იზეიმა. სკოტის NBA-ს ოლ სტარში 7-ჯერ უთამაშია, ბულსს კი მისი 33-ნომრიანი მაისური ხმარებიდან აქვს ამოღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები