Thumbnail

'შევასრულებთ ყველაფერს, რასაც ქეცბაია მოინდომებს' - ანორთოსისის მეპატრონე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ანორთოსისის მთავარმა მოწილე ხრისტოს პულაიდისმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რასაც გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია მოინდომებს...

კვიპროსულ Goal-თან ინტერვიუში მან თქვა: "არ ვაქცევთ ყურადღებას, რას ფიქრობს სხვა ჩვენზე. გახსოვთ ქეცბაიას პირველივე განცხადება სეზონის წინ? მან ცხადად თქვა, რომ ანორთოსისი ტიტულისთვის იბრძოლებდა. გვჯერა, რომ არა ესეთი დასასრული, მიზანს მივაღწევდით. თუმცა მაშინ ქეცბაიას განცხადებაზე ბევრს გაეცინა. 

რამდენი ტრანსფერი იქნება გუნდში? ვინ წავა? ამ კითხვებს მე ნუ დამისვამთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მწვრთნელი მოინდომებს. სიმართლე გითხრათ, მე არც ვიცი და არც მაინტერესებს, ყველას თავისი საქმე აქვს და ჩვენ ქეცბაიასი გვჯერა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ანორთოსისის ბიუჯეტი შემცირდება? ის, ზუსტად იმდენი იქნება, რამდენიც ჩვენი მიზნების განსახორციელებლად იქნება საჭირო".

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში ჩემპიონატი აღარ განახლდება, ჩემპიონად კი ომონია გამოცხადდა, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდს ქულებითაც კი ვერ უსწრებდა. ანორთოსისში ხუთი ქართველი ლეგიონერი თამაშობდა: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა.

კომენტარები

ბოლო ამბები