Thumbnail
  • 27-ე ტურში ერთდროულად ოთხი მატჩი გაიმართა
  • ამ მატჩების მიმოხილვებს აქ ნახავთ

დორტმუნდის ბორუსია ვოლფსბურგს ესტუმრა და კვლავ უპრობლემოდ დაამარცხა - 2:0. მართალია, სტუმართა ნორვეგიელ ფენომენს, ერლინგ ჰაალანდს გოლი არ გაატანინეს, მაგრამ თავი განაპირა მცველებმა, რაფაელ გერეირომ და აშრაფ ჰაკიმიმ გამოიჩინეს. ვოლფსბურგელმა კლაუსმა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში 82-ე წუთზე დატოვა და ცხადი გახდა, რომ დორტმუნდი 3 ქულას აღარ გაანიავებდა. ლუსიენ ფავრის გუნდი ბაიერნს ქულამდე დაუახლოვდა, სანამ "რეკორდმაისტერი" თავის მატჩს გამართავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაინცი
  • X
  • ლაიპციგი

ვოლფსბურგი 0:2 დორტმუნდი

გოლები: 0:1 გერეირო (32), 0:2 ჰაკიმი (78)

დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი (46. ჯანი), აკანჯი - ჰაკიმი, დელეინი (83. ბალერდი), დაუდი, გერეირო (83. შმელცერი) - ტ. აზარი (79. რეინა), ჰაალანდი, ბრანდტი (65. სანჩო)

მიონხენგლადბახში უჩვეულო გამოფენა მოეწყო - 13 ათასამდე მუყაოს ფანი ტრიბუნებზე, გლადბახის რეალური ფანების ფოტოებით. 

მატჩის გმირი 20 წლის კაი ჰავერტცი იყო, რომელმაც მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 58-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი გაიტანა. მატჩის ბედი კი საბოლოოდ სვენ ბენდერის გოლმა გადაწყვიტა - 1:3. ლევერკუზენმა გლადბახს ცხრილში გადაუსწრო და მე-3 ადგილზე გადავიდა.

გლადბახი 1:3 ლევერკუზენი 

გოლები: 0:1 ჰავერტცი (7), 1:1 ტურამი (52), 1:2 ჰავერტცი (58-პენ), 1:3 ს. ბენდერი (81)

ლეონარდო ბეტანკურტის გოლით ვერდერმა სტუმრად ფრაიბურგი დაამარცხა - 1:0. ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო წუთები 10 კაცით ითამაშა, ბარგფრედე გააძევეს.

ფრაიბურგი 0:1 ვერდერი 

გოლი: 0:1 ბიტენკურტი (19)

ჩემპიონატის აუტსაიდერ პადერბორნმა და ჰოფენჰაიმმა ქულები გაიყვეს - 1:1. ორივე გოლი პირველ ათ წუთში გავიდა.

პადერბორნი 1:1 ჰოფენჰაიმი

გოლები: 0:1 სკოვი (4), 1:1 სრბენი (9) 

კომენტარები

ბოლო ამბები