Thumbnail

მუყაოს ფანები -  ბორუსია პარკზე თამაშს 13 ათასმა 'გულშემატკივარმა უყურა'

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 'ბორუსია პარკზე' 13 ათასამდე მუყაოს ფანი განათავსეს
  • ამის მიუხედავად, გლადბახი შინ ლევერკუზენთან დამარცხდა

გერმანული ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩი მიონხენგლადბახის ბორუსიასა და ლევერკუზენის ბაიერს შორის ცარიელ "ბორუსია პარკზე" არ გამართულა - მასპინძელთა გადაწყვეტილებით ტრიბუნებზე 13 ათასამდე... მუყაოს ფანები" განათავსეს. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნდესლიგის თამაშები უმაყურებლოდ იმართება. სტადიონების უმეტესებაზე უბრალოდ ტოვებენ ცარიელ ტრიბუნებს, თუმცა მიონხენგლადბახში სხვანაირად მოიქცნენ. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაინცი
  • X
  • ლაიპციგი

"მუყაოს ფანები" გლადბახის რეალური ფანების ფოტოებით არის გაკეთებული. ერთია, ამ სიახლემ ბორუსიას ლევერკუზენთან დაპირისპირებაში წარმატება ვერ მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სტადიონზე სტუმართა ტრიბუნაც კი იყო გამოყოფილი, სადაც მუყაოს ფანები უკვე ლევერკუზენის რეალური ფანების ფოტოებით იყო შესრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები