Thumbnail

'ის ყოველთვის იქ იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა' - ატლანტაში ფაჩულია გამოარჩიეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

SB Nation-მა ატლანტა ჰოუქსზე მომუშავე ჟურნალისტები გამოკითხა, ვინ არის მათი ფავორიტი კალათბურთელი, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ კარგ თამაშს, თუმცა ატლანტას ძალიან გამოადგა. ზაკ ჰუდმა (SB Nation, FanSided და Falcon Report) ზაზა ფაჩულია დაასახელა...

ზაკ ჰუდი: "მე დავასახელებდი ზაზა ფაჩულიას! NBA-ს 2003 წლის დრაფტის მხოლოდ მეორე წრეში არჩეული ფაჩულია კარგი შემსრულებელი იყო ჰოუქსისთვის, როცა იგი გუნდს სჭირდებოდა. დივიზიონში დუაიტ ჰოვარდი თამაშობდა, ამიტომაც სასიცოცხლოდ საჭირო იყო ისეთი ცენტრი, რომელიც ფიზიკურად უკან არ დაიხევდა მასთან ბრძოლაში. 

მეტიც, ალბათ, ყველას, ვისაც ხელს ასაკი უწყობს, არასდროს დაავიწყდება ზაზასა კევინ გარნეტის ჩხუბი პლეი ოფში. ფაჩულია, რომელსაც მეტოქეები ხშირად "ბინძურ" მოთამაშეს ეძახდნენ, მართლაც ხისტად თამაშობდა, თუმცა ზღვარს იცავდა".

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ ატლანტაში 16-წლიანი ამერიკული კარიერის ნახევარი გაატარა. 8 სეზონის განმავლობაში ქართველი ცენტრი ჯორჯიაში საშუალოდ 21.6 წუთს თამაშობდა - 7.3 ქულა, 5.8 მოხსნა და 1.1 პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები