Thumbnail

ლიგა 1-ის სტარტი ცნობილია - საფრანგეთში 2020/21 წლების სეზონი დაგეგმეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • LFP-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მომავალი სეზონის სტარტი დაგეგმეს
  • 22 აგვისტოს ლიგა 1 დაიწყება, 23 აგვისტოდან კი სტარტს უკვე ლიგა 2 აიღებს  

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება. გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის (LFP) დირექტორთა საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გლადბახი
  • X
  • ლევერკუზენი

"მაუწყებლებთან: Mediapro-სთან, Canal +-სა და beIN Sports-სთან კონსულტაციის შემდეგ, 2020/21 წლების სეზონის დასაწყებად დადგინდა თარიღები/; 22 აგვისტო ლიგა 1-ისთვის, 23 აგვისტო - ლიგა 2-ისთვის", - აქვეყნებს სხდომის პროტოკოლის ტექსტს ფრანგული მედია.

საფრანგეთის 2020/21 წლების ჩემპიონატის მატჩების ზუსტი განრიგი უეფას აღმასკომის სხდომის შემდეგ დამტკიცდება, რომელიც 17 ივნისს არის დანიშნული. ამავე დღეს უნდა გაირკვეს ევროთასების მატჩების გამართვის თარიღებიც.

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა ბოლო 8 სეზონიდან 7 მოიგო

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონი 28-ე ტურის შემდეგ დაასრულეს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა. ქვეყნის ჩემპიონად პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა, რომელსაც 27 მატჩში 68 ქულა ჰქონდა მოპოვებული და ცხრილში უახლოეს მდევარ მარსელს (28 მატჩი) 12 ქულით უსწრებდა. 

პსჟ, მარსელი და რენი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. ლილი, რეიმსი და ნიცა - ევროპალიგაზე. ამიენი და ტულუზი გავარდნენ, მათ ნაცვლად ლიგა 1-ში ლორიანი და ლანსი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები