Thumbnail
  • ფრანგი შესაძლოა ლაუტაროს ტრანსფერში ჩართონ
  • ინტერს მოთამაშე სურს, თუმცა მხოლოდ იჯარით

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სამუელ უმტიტი ბარსელონას ზაფხულში დატოვებს და მომავალ სეზონში კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს. ფრანგის დამატება რამდენიმე გუნდს სურს, თუმცა ყველაზე მეტად მის სახელს ინტერს უკავშირებენ.

ცნობილია, რომ ბარსელონა ლაუტარო მარტინესის დამატებას ცდილობს. კორონავირუსის პანდემიის გამო კატალონიურ კლუბს ეკონომიკური პრობლემები აქვს და სურს, არგენტინელი რაც შეიძლება დაბალ ფასში დაიმატოს.

კონტრაქტის მიხედვით, ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა. ბარსელონას ხემძღვანელები კი ცდილობენ, ტრანსფერში რამდენიმე მოთამაშე ჩართონ, რათა მარტინესის ფასი დაწიონ და შედარებით ნაკლები გადაიხადონ.

Calciomercato-ის ინფორმაციით, თავად ინტერსაც სურს ფრანგის ტრასფერში ჩართვა, თუმცა მილანელებს მისი ყიდვა არ სურთ და სამუელ უმტიტის დამატებას მხოლოდ იჯარის სახით ფიქრობენ, რადგან ბარსელონა 26 წლის მოთამაშეს, სავარაუდოდ, 30 მილიონ ევროდ შეაფასებს, ეს თანხა კი ინტერისთვის მიუღებელია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაინცი
  • X
  • ლაიპციგი

იტალიურ გუნდს დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს. ინტერში უკვე ფიქრობენ ვეტერანი დიეგო გოდინის შემცვლელზე, რომელიც 34 წლისაა, მაგრამ ამავდროულად, კლუბის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ უმტიტი ტრავმებისკენ მიდრეკილი მოთამაშეა და ამიტომ, მისი იჯარით დამატება ურჩევნია.

26 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს ბარსელონასთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. უმტიტი კატალონიურ კლუბს 2016 წლის ზაფხულში ფრანგული ლიონიდან შეუერთდა.

კომენტარები

ბოლო ამბები