Thumbnail

ვინისიუს ჟუნიორი: ბარსელონას ორივე თამაშში ვაჯობეთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვინისიუს ჟუნიორმა მიმდინარე სეზონის ელ კლასიკოები გაიხსენა
  • ბრაზილიელს მიაჩნია, რომ ბარსელონა ორივე თამაშში დაიჩაგრა

მადრიდის რეალის ბრაზილიელმა შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა მიმდინარე სეზონში ბარსელონასთან დაპირისპირებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეალმა მეტოქეს ორივეჯერ აჯობა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • X
  • აინტრახტი

''იყო თუ არა რეალი ლა ლიგის ორ მატჩში ბარსელონაზე უკეთესი? თამაშებს ისევ ვუყურე და ვფიქრობ, რომ ასე იყო. მიმაჩნია, რომ მათზე უკეთესად ვითამაშეთ და ბევრ ასპექტში ვაჯობეთ. მეტოქეს ორივე შევხედრაში ვჯობდით. აქამდეც კარგად ვთამაშობდით და ფორმაც მალე უნდა დავიბრუნოთ.

გვსურს, რომ ჩვენი ქომაგებისთვის ჩემპიონატი მოვიგოთ და ამ ვითარებაში გავახაროთ ისინი. ვიცით, რომ ეს გამარჯვება იმ დიდ ტრაგედიებს ვერ დაგვავიწყებს, თუმცა ქომაგს გაღიმების საშუალებას მისცემს'', - აღნიშნა ვინისიუსმა მარკასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2019-2020 წლების ელ კლასიკოები უკვე ჩატარდა. ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ფრედ 0:0 ითამაშა, ხოლო სტუმრად რეალთან შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო.

ბარსელონა 58 ქულით პირველ ადგილზეა, რეალს 56 ქულა აქვს და მეორეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტური რჩება. სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები