Thumbnail
  • პანდემიის გამო შეწყვეტილი პორტუგალიის ჩემპიონატი 3 ივნისიდან განახლდება
  • საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდი სეტუბალი სტუმრად მარიტიმოს შეხვდება

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელის კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, 3 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ოფიციალურად პორტუგალიური ლიგის პრესსამსახური იუწყება.

ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მაკარიძის გუნდი სეტუბალიც გამოდის, მარტში შეწყდა. პაუზამდე გუნდებს ჩატარებული 24 ტურის მატჩები ჰქონდათ. განახლებულ პრიმეირა ლიგაში ტური 3-7 ივნისს გაიმართება, პირველ დღეს კი პორტიმონენსე-ჟილ ვისენტე და ფამალიკანი-პორტუ ითამაშებენ.

რაც შეეხება მაკარიძის გუნდს, სეტუბალს შეხვედრა 4 ივნისს, სტუმრად მარიტიმოსთან უწევს. სეტუბალს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა. გიორგიმ, რომელიც თავის გუნდში ძირითადი მეკარეა, ჩემპიონატის 23 მატჩში ითამაშა და 24 გოლი გაუშვა, 11 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

📷 მაკარიძე სეზონის განახლებისთვის სეტუბალთან ერთად ემზადება

პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 60 ქულით პორტუ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე ბენფიკაა (59 ქულა), ხოლო მესამეზე - ბრაგა (46).

კომენტარები

ბოლო ამბები