Thumbnail

პსჟ მზადაა, იკარდი გამოისყიდოს, თუმცა ინტერს ევაჭრება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 27 წლის თავდამსხმელი ფრანგულ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს
  • მაურო იკარდის სატრანსფერო უფლებებს მილანის ინტერი ფლობს

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ინტერთან მაურო იკარდის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. 27 წლის თავდამსხმელი ფრანგულ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს, მის სატრანსფერო უფლებებს კი ინტერი ფლობს.

როდესაც კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, ჩაიდო პუნქტი, რიომლის მიხედვითაც პარიზელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლოთ. პსჟ-ის ხელმძღვანელები მილანელებს ფასის დაწევას სთხოვენ და იკარდის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს სთავაზობენ. პლუს, გათვალისწინებულია 10 მილიონი ევრო ბონუსის სახით.

მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, შეთანხმების ალბათობა მაღალია.

საფრანგეთის შეწყვეტილ ჩემპიონატში მაურო იკარდომ 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. იქამდე არგენტინელი 6 წელიწადი ინტერში თამაშობდა, სადაც ჯამში 110 გოლზე მეტი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები