Thumbnail
  • მადრიდის რეალი კილიან მბაპეს შეძენას ერთი წლით გადადებს
  • სამეფო კლუბი უახლოეს პერიოდში სადიო მანეს დამატებას შეეცდება 

მადრიდის რეალი დიდი ხანია აკვირდება კილიან მბაპეს და მის შეძენას ცდილობს, თუმცა "სამეფო კლუბს" პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის დამატება ჯერჯერობით არ გამოსდის და სხვა ვარიანტებზეც ფიქრობს.

Le 10 Sport-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა ფოკუსი კილიან მბაპედან ლივერპულის სადიო მანეზე გადაიტანა. სენეგალელი ფეხბურთელის დამატებას რეალი შარშანაც ცდილობდა, თუმცა მაშინ ფული ედენ აზარის მიყვანაზე დაიხარჯა. 

ზინედინ ზიდანს სურს, რომ მბაპეს კიდევ ერთი წელიწადი დაუცადონ და 2021 წლის ზაფხულში სცადონ მისი ტრანსფერი, ახლო მომავალში კი ფრანგი სპეციალისტის აზრით, სადიო მანეს ყიდვა ყველაზე კარგი ვარიანტია.

28 წლის ფეხბურთელს ლივერპულთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული კლუბი მანეს დამატებას გადაწყვეტს, მასში დიდი თანხის გადახდა მოუწევს, რადგან სენეგალელი საკმაოდ კარგ ფორმაშია და უმაღლეს დონეზე თამაშობს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გლადბახი
  • X
  • ლევერკუზენი

სადიო მანემ პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები