Thumbnail
  • 📅 23 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ ბაიერნი V აინტრახტი
  • პირველ წრეში აინტრახტმა ბაიერნი 5:1 გაანადგურა
  • რა უნდა ვიცოდეთ ამ მატჩის წინ და რაზე შეიძლება ფსონის დადება
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

მიუნხენის ბაიერნში ადვილად არაფერი ავიწყდებათ. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ბავარიულ გრანდში არც ის დაავიწყდათ, რომ ამ სეზონის პირველ წრეში ერთი ძალიან სამარცხვინო თამაში ჰქონდათ - 2019 წლის 2 ნოემბერს ფრანკფურტის აინტრახტმა ბაიერნს 5:1 მოუგო. სწორედ იმ მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს მიუნხენელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, რომელიც, სხვათა შორის, მანამდე სწორედ აინტრახტში მუშაობდა. მას შემდეგ, ბაიერნმა მხოლოდ ლევერკუზენთან და გლადბახთან წააგო.

პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, რეკორდმაისტერმა პირველი გამოცდა ბრწყინვალების გარეშე, მაგრამ ჩააბარა: ბერლინის უნიონს სტუმრად 2:0 მოუგო. ახლა კი აინტრახტის სახით საშინაო დავალება აქვს.

📋 სხვა მატჩებზე:

შუა კვირაში ბავარიელებმა მანუელ ნოიერს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელეს და კარგ ხასიათზე არიან. აინტრახტმა კი წინა ტურში ბუნდესლიგის ზედიზედ მე-4 თამაში წააგო (ამჯერად გლადბახთან 1:3).

ასე გახსნა პირველ წრეში კოსტიჩმა ანგარიში და მერე აინტრახტმა ბაიერნს კიდევ 4 გაუტანა

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში ერთმა გუნდმა სამჯერ გაიტანა 5 გოლი - ეს ორჯერ ბაიერნმა მოახერხა, ერთხელ კი აინტრახტმა. ფრანკფურტელთა ბოლო 4 მატჩის ანგარიშები ბაიერნთან ასეთია: 5:1, 1:5, 0:5, 0:5.

⚽ ბაიერნმა ბოლო 5 ოფიციალური მატჩი მშრალი ანგარიშით მოიგო და საშუალოდ 2,8 გოლი გაჰქონდა. 

⚽ ბაიერნმა შინ ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 4-ში გოლი არ გაუშვა, 9 გაიტანა და აქედან 7 მეორე ტაიმში.

⚽ ბუნდესლიგაში ბაიერნს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ აინტრახტმა წინა შაბათს ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი წააგო, ბუნდესლიგაში კი სულაც ბოლო 4 მატჩი აქვს წაგებული. 

⚽ ბოლო სამ ოფიციალურ მატჩში აინტრახტი საშუალოდ ერთ თამაშში 30-ე წუთამდე 1,67 გოლს უშვებდა.

⚽ სტუმრად ბოლო 5 წაგებული მატჩიდან აინტრახტმა 3-ში მეორე ტაიმი 2 ან მეტბურთიანი სხვაობით დათმო. 

⚽ პირველ წრეში აინტრახტმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ბაიერნი 5:1 დაამარცხა. მაშინ მიუნხენური გრანდის მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ ნიკო კოვაჩი იყო.

⚽ ბაიერნმა აინტრახტს ყველა ტურნირზე ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 10 მოუგო.

⚽ ბუნდესლიგის ბოლო 12 მატჩიდან ბაიერნს 11-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა. 

⚽ აინტრახტის ბოლო 10 მატჩიდან 8-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ აინტრახტი ბუნდესლიგაში ბოლო 4 ტურია, თამაშში მინიმუმ 2 გოლს უშვებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი - გნაბრი, თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა: კოუტინიო, ზიულე, ტოლისო
დისკვალიფიკაცია: არავინ

აინტრახტი (4-1-4-1): ტრაპი - და კოშტა, აბრაამი, ჰინტერეგერი, ნდიკა - ჰასებე - კამადა, გაჩინოვიჩი, როდე, კოსტიჩი - სილვა.
ტრავმა: პაციენცა, რუსი, შტენდერა, ციმერმანი.
დისკვალიფიკაცია: კორი

კომენტარები

ბოლო ამბები