Thumbnail

პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა – რა გახდა მიზეზი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჟორდან დიაკისე ბოლოს სამოყვარულო კლუბში თამაშობდა
  • ის საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო

ფრანგული პსჟ-ს აღზრდილი ჟორდან დიაკისე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ტრაგიკული ამბავი სამოყვარულო კლუბმა ფურიანი ალიანიმ გაავრცელა, სადაც ფეხბურთელი გასული წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა.

დიაკისეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება უკვა დაწყებულია, თუმცა, რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით, არ სახელდება.

დიაკისემ კარიერა პსჟ-ში დაიწყო და 2012-დან 2015 წლამდე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, შემდეგ შვეიცარიულ და ხორვატულ კლუბებშიც ირიცხებოდა და რამდენიმე მატჩი საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების მაისურითაც ჩაუტარებია.

კომენტარები

ბოლო ამბები