Thumbnail
  • ცარიელი ტრიბუნების პრობლემის აღმოფხვრას ყველა თავისებურად ცდილობს
  • დანიურ ორჰუსს თამაშის დროს ქომაგის მხარდაჭერა მონიტორებიდან ექნება

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო მატჩები კარგა ხანს ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. რა თქმა უნდა, უმაყურებლოდ თამაშის პერსპექტივა არავის სიამოვნებს და ამ ნაკლის აღმოფხვრას კლუბები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად ცდილობენ.

მაგალითად, დანიურ საფეხბურთო კლუბ ორჰუსში გადაწყვიტეს, რომ საშინაო სტადიონის მოედნის პერიმეტრზე გიგანტური ეკრანები დაამონტაჟონ, ქომაგებმა კი ემოცია Zoom-ში ვიდეოზარით გამოხატონ. ერთ ეკრანზე ერთბაშად 25-მდე გულშემატკივარი იქნება წარმოდგენილი, სულ კი არენაზე 22 მონიტორის განთავსება იგეგმება.

ბუნებრივია, ვირტუალურ ტრიბუნაზე მოხვედრა ორჰუსის გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.

ცარიელი ტრიბუნის პრობლემას ყველგან თავისებურად ებრძვიან. მაგალითად, დანიის ჩემპიონატის ლიდერი მიდტიულანი ქომაგების შეკრებას სტადიონის გვერდით, ავტოსადგომზე აპირებს, სადაც მატჩის ტრანსლირებას დიდ მონიტორებზე განახორციელებს. მიონხენგლადბახის ბორუსიას გულშემატკივრები ტრიბუნებზე მუყაოს ასლებს ალაგებენ, სამხრეთკორეული სეულის წარმომადგენლებმა კი არენა სულაც სექს-თოჯინებით შეავსეს, რისთვისაც ჯარიმაც დაიმსახურეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

დანიის ჩემპიონატის განახლება 28 მაისს იგეგმება. ორჰჰუსი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ მიტდიულანდს 22 ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ორჰუსი დანიის სუპერლიგას რანდერსთან საშინაო მატჩით განაახლებს.

შეგახსენებთ, ორჰუსი ქართველი ქომაგისთვისაც კარგად ნაცობი კლუბია. მის ღირსებას თავის დროზე მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი იცავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები