Thumbnail

დაამსხვრია უიღბლო მოთამაშის სტერეოტიპი - უფას მწვრთნელი ჯიმი ტაბიძის პროგრესზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უფას მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ქართველი მცველის პროგრესზე ისაუბრა
  • ვადიმ ევსეევის თქმით, აქამდე მისი წარუმატებლობების მიზეზი უიღბლობა იყო
  • საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი რუსეთში ავტომობილით გაემგზავრა 

საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთში ავტომობილით გაემგზავრა, რათა თავის კლუბს უფას შეუერთდეს და სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყოს, თუმცა მანამდე ფეხბურთელს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. 

რუსულ კლუბში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მოედანს 21 ივნისს დაუბრუნდებიან - ტომბოვთან საშინაო შეხვედრაში, მოსამზადებელ შეკრებას კი უფა პატარა ქალაქ აშაში მართავენ.

ჯიმი ტაბიძის პროგრესს მხოლოდ უფას მწვრთნელი არ ამჩნევს

უფას მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა თავისი გუნდის იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლების პროგრესი ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია, ერთ-ერთი ასეთ კი სწორედ ჯიმი ტაბიძეა.

"მწვრთნელი სიამოვნებას არამხოლოდ მოგებისგან, ვარჯიშებისგანაც იღებს - როდესაც ხედავს, რომ ფეხბურთელები სწორად რეაგირებენ დავალებებზე და ავითარებენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს. მსურს გამოვარჩიო ის მოთამაშეები, რომელთა პროგესი ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია. საუბარი არა მხოლოდ ოსტატობაზეა, არამედ თამაშის გაგებაზე, ჩემს მოთხოვნებსა და დასახულ ამოცანებზე.

დაცვაში ასეთი ტაბიძეა. ჯემალს ადრე ჰქონდა შეცდომები, რომლებსაც შეგვიძლია უიღბლობა ვუწოდოთ. ის ცდილობდა, მაგრამ მასზე რიკოშეტებს გოლები მოჰყვებოდა. ეს ყოველთვის საწყენია. მაგრამ იმუშავა, შეეცადა და სათამაშო სოლიდურობა შეიძინა. გახდა სტაბილური და დაამსხვრია მასთან დაკავშირებით არსებული უიღბლო მოთამაშის სტერეოტიპი", - წერს ევსეევი სოციალურ ქსელში. 

უფას მთავარი მწვრთნელი ქართველი მცველის პროგრესით კმაყოფილია

ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე უფაში მესამე სეზონს ატარებს, კლუბთან კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რუსეთის 2019/20 წლების ჩემპიონატში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია, ქართველმა მცველმა 18 შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში ტაბიძის სტატისტიკა 11 მატჩი და 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები