Thumbnail
  • 27 წლის ნახევარმცველის წარმომადგენელმა მედიაში გავრცელებული ხმები უარყო
  • საქართველოს ნაკრებისა და ანორთოსისის ფეხბურთელს რამდენიმე ვარიანტი აქვს

დღეს ჯანო ანანიძე დინამო თბილისთან კონტრაქტს არ გააფორმებს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველის ინტერესების წარმომადგენელმა თემურ ლეპსაიამ განაცხადა.

ჯანო ანანიძემ 2019/20 წლების სეზონი ანორთოსისში ჩაამთავრა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე, რომელიც ბოლოს კვიპროსული ანორთოსისის ღირსებას იცავდა, 22 მაისს კონტრაქტს საქართველოს ჩემპიონებთან გააფორმებდა. ლეპსაიას თქმით, ფეხბურთელს კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს ანორთოსისთან, რომელიც კვიპროსის ნაადრევად დასრულებულ ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონად გამოცხადდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

"ანანიძე კონტრაქტს დინამოსთან 22 ივნისს არ გააფორმებს. მის მიმართ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებამდე ჯერ ადრეა. უახლოეს დღეებში არანაირი კონტრაქტი არ გაფორმდება. ჯანოს ხელშეკრულება ჯერ კიდევ ანორთოსისთან აკავშირებს. კვიპროსის ჩემპიონატი დასრულებულია, შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ", - უთხრა ლეპსაიამ championat.com-ს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის მომავალს დინამო ბათუმსაც უკავშირებდნენ, თუმცა მოგვიანებით დინამო თბილისის ვარიანტი გამოიკვეთა.

ჯანოს სპარტაკთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი და სუპერთასი აქვს მოგებული

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2007 წლიდან ირიცხებოდა, 2009-ში კი მას კლუბის მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. სპარტაკს ჯანო იჯარით სხვა რუსულ გუნდებშიც ჰყავდა გაშვებული - როსტოვსა და კრილია სოვეტოვში, ამ ზამთარს კი მოსკოვურმა კლუბმა და ფეხბურთელმა ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ანანიძემ იანვარში 6-თვიანი კონტრაქტი კვიპროსულ ანორთოსისთან გააფორმა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის და რამდენიმე ქართველი ლეგიონერი ჰყავს: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.

კომენტარები

ბოლო ამბები