Thumbnail

სევილიური დერბით იწყება - ლა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • COPE: 12 ივნისს ლა ლიგა განახლდება
  • ბოლო 11 ტურის კალენდარი 28 მაისს გამოქვეყნდება

ესპანური რადიო COPE-ს ინფორმაციით, ლა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია - პარასკევი, 12 ივნისი...

28-ე ტურის პირველი მატჩიც ძალზე საინტერესო იქნება - "სანჩეს პისხუანზე" სევილიური დერბი გველის - სევილია ბეტისს მასპინძლობს. 

დარჩენილი 11 ტურის სრულ განრიგს ლა ლიგა 28 მაისს გამოაქვეყნებს. ბუნებრივია, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ჩემპიონატი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ შეწყვიტა. ესპანეთში კონორავირუსით 230 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 28 ათასამდე გარდაიცვალა. 150 ათას ადამიანზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები