Thumbnail

ბელარუსის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ქანთარიას ნემანმა ჟოდინოს კვლავ ქართველი მცველის გარეშე უმასპინძლა. ამან კი ისევ გააჩინა მედიაში ეჭვები...

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქანთარია კორონავირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოხვდა, თუმცა ტესტზე ორჯერ შეამოწმეს და ორჯერვე პასუხი უარყოფითი იყო.

მატჩის წინ ნემანის მწვრთნელს, იგორ კოვალევიჩს განმარტების გაკეთება მოუწია: "ბევრი ჭორი იყო გიორგი ქანთარიას შესახებ. ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ამ მატჩისთვის მისი დაყენებისგან თავი შევიკავეთ. მომდევნო ტურში ქანთარიას თამაშის შანსი მიეცემა". 

გიორგი ქანთარია 23 წლის არის, ის ნემანში 2017 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში ნემანის ფანებმა გიორგი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები