Thumbnail

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კლაუდიო კანიჯამ  fans’ Q and A for the Longest Forty-ზე ფანების კითხვებს უპასუხა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა შოტლანდიაში, დანდიში გატარებული დრო გაიხსენა და დანდის დერბის "ყველაზე უცნაური რამ" უწოდა...

ნემსაძე და კანიჯა დანდიში

53 წლის არგენტინელმა დანდიში თანაგუნდლებიდან რამდენიმე გამოარჩია, მათ შორის კი გიორგი ნემსაძე. 

კლაუდიო კანიჯა: "დანდიში ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავდნენ, მათგან გევინ რაეს, ბარი სმითს, გიორგი ნემსაძეს გამოვარჩევ. ამ მოთამაშეების წყალობით, დიდ გუნდებს წინააღმდეგობას ვუწევდით და მათთან კონკურენტუნარიანები ვიყავით.

ისეთ ნახევარმცველებთან, როგორიც ქართველი გიორგი ნემსაძე და გევინ რაე იყვნენ, თამაში იოლი იყო. ეს იყო დიდებული გუნდი, კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული".

📺 კანიჯას გოლი ნემსაძის პასით

კლაუდიო კანიჯა დანდიში 2000/01 წლების სეზონში თამაშობდა (21 თამაში, 7 გოლი), მაშინ იქ მისი თანაგუნდელები გიორგი ნემსაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ. როცა კანიჯა რეინჯერსში გადავიდა, მის შემცვლელად კლუბმა თემურ ქეცბაია მიიყვანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები