Thumbnail

ბუნდესლიგის რესტარტის შემდეგ, უმაყურებლო ფეხბურთი ზოგმა მოიწონა (სულ არაფერს ჯობია), ზოგმაც გააკრიტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიაში ფეხბურთის თამაში დაიწყეს და ეს ძალიან კარგია. იმ დროს, როცა სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს ჯერ ისიც კი არ აქვთ გადაწყვეტილი, ზუსტად როდის განაახლებენ თამაშს, ბუნდესლიგაში უკვე მომდევნო ტურია, რომელიც პარასკევის მატჩით იხსნება. ეს არის ბერლინური დერბი, რომელშიც ჰერტა უნიონს უმასპინძლებს.

სანამ ამ შეხვედრაზე კონკრეტულად ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად 27-ე ტურში ძალიან საინტერესო მატჩებია დაგეგმილი. მიუნხენის ბაიერნის მდევრებს რთული მატჩები ელით: დორტმუნდის ბორუსია შაბათ ნაშუადღევს ვოლფსბურგს ესტუმრება, გლადბახი კი ლევერკუზენს მიიღებს. თავად ბაიერნი საღამოს თამაშობს და ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლებს. აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშაბათს შუა კვირის ტურია და დორტმუნდი-ბაიერნის დიდი დუელი გველოდება.

რაც შეეხება პარასკევის ბერლინურ დერბის: ჰერტა უნიონზე გაცილებით უკეთეს განწყობაზეა. წინა ტურში ჰერტას ახალი დამრიგებლის, ბრუნო ლაბადიას დებიუტი შედგა და ეს უკანასკნელი უკეთეს დასაწყისს ვერც ინატრებდა - ჰერტამ ჰოფენჰაიმს სტუმრად 3:0 მოუგო. ლაბადიას გეგმამ, ფსონს გამოცდილ ფეხბურთელებზე ჩასულიყო, ნამდვილად გაამართლა. ვედად იბიშევიჩმა და კომპანიამ კრაიხგაუში შესანიშნავად ითამაშეს. ლაბადია ძირითად შემადგენლობას ალბათ არც უნიონთან შეცვლის და ისევ გამოცდილებს ენდობა. ჰერტას უნიონზე შურისძიება სურს - პირველ წრეში ხომ უნიონმა მოიგო (1:0).

პირველ წრეში უნიონის სტადიონი სავსე იყო, ახლა ოლიმპიაშტადიონი ცარიელი იქნება

მართალია, უნიონს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ზედიზედ ორიც წააგო, მაგრამ რესტარტის შემდეგ მიუნხენის ბაიერნს შეხვდა და რეკორდმაისტერთან 0:2 უნიონისთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის. სწორედ წინა ტურის შემდეგ გადაასწრო ცხრილში უნიონს ჰერტამ და ისიც მხოლოდ 1 ქულით. ლაბადიას გუნდი მე-11 ადგილზეა, უნიონი კი - მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ორივე გუნდის მთავარი მიზანი ამ სეზონში ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

დერბიში რომელიმე მათგანის ფავორიტად შერაცხვა ძნელია. სტატისტიკურად გოლები მოსალოდნელია, მაგრამ შესაძლოა, დერბიში ჩაკეტილი ფეხბურთიც ვიხილოთ. სტატისტიკური ფაქტები რამდენიმე მინიშნებას მოგცემთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბუნდესლიგაში ჰერტას ბოლო 6 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

⚽ უნიონის ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

⚽ პირველ წრეში გამართული ბერლინური დერბი უნიონის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

⚽ ჰერტას ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს

⚽ ჰერტას ბუნდესლიგის ბოლო 3 თამაშში მინიმუმ 2-2 გოლი გაჰქონდა და ბოლო 3 საშინაო მატჩსი მინიმუმ 2 გოლს უშვებდა.

⚽ უნიონი ბოლო 3 თამაშში მინიმუმ 2 გოლს უშვებდა.

⚽ წინა უიქენდზე ჰერტას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრუნო ლაბადიას დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა: ბერლინელებმა ჰოფენჰაიმი სტუმრად 3:0 დაამარცხეს.

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

⚽ საინტერესოა, რომ ჰერტას ბოლო 7 საშინაო მატჩში (1 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი) პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. 

⚽ ჰერტამ ამ სეზონში საშინაო მატჩის პირველი ტაიმი მხოლოდ ერთხელ მოიგო.

⚽ წელს უნიონმა ბუნდესლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 7-ში მინიმუმ 1 გოლი მაინც გაჰქონდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 2-ში მოიგო პირველი ტაიმი. 

⚽ მათეუს კუნიამ ჰერტას ბოლო 3 თამაშში შეძლო გოლის გატანა და ყოველთვის მე-60 წუთის შემდეგ გაჰქონდა.

⚽ უნიონის საუკეთესო ბომბარდირი სებასტიან ანდერსონია. თავისი ბოლო 9 თამაშიდან 6-ში ის უნიონის პირველი გოლის ავტორი გახლდათ.

⚽ ჰერტამ საშინაო მატჩების 50 % წააგო, როცა ფავორიტად მიიჩნეოდა.

⚽ ბუნდესლიგაში ბოლო 13 გასვლითი მატჩიდან უნიონმა მხოლოდ 2-ში მოიგო პირველი ტაიმი.

⚽ ამ სეზონში უნიონის გასვლით მატჩებში, მეორე ტაიმში საშუალოდ 2,67 გოლი გადიოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჰერტა (4-4-2): იარშტაინი - პეკარიკი, ტორუნარიგა, ბოიატა, პლატენჰარდტი - დილროსუნი, სკიელბრედი, გრუნიჩი, მიტელშტედტი - იბიშევიჩი, კუნია.
ტრავმა: რეკიკი
დისკვალიფიკაცია: არავინ

უნიონი (3-4-3): გიკევიჩი - სუბოტიჩი, ჰიუბნერი, ფრიდრიხი - ტრიმელი, გენტნერი, ანდრიხი, ლენცი - ინგვარტსენი, ანდერსონი, ბიულტერი.
ტრავმა: ბეკერი, მალი, გოგია
დისკვალიფიკაცია: შლოტერბეკი

კომენტარები

ბოლო ამბები