Thumbnail
  • ფრანკ რიბერიმ რეაბილიტაცია და კარანტინი დაასრულა
  • ფრანგმა ფიორენტინაში ვარჯიში განაახლა

ფრანკ რიბერი ფლორენციის ფიორენტინას ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. 37 წლის ფრანგი ნახევარმცველისთვის ეს განსაკუთრებული ამბავია, რადგან 5 თვის მანძილზე ტრავმირებული იყო და თავიდან მისი დაბრუნება გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშაც იყო.

11 მატჩი, 2 გოლი, 1 გაძევება და ხანგრძლივი იძულებითი პაუზა - რიბერიმ ფლორენციაში ჯერ ბევრი ვერაფერი შეძლო, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ. მან სეზონი კარგად დაიწყო და რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ მიუხედავად ასაკისა, სერია A-შიც შეუძლია შესაძლებლობების გამოვლენა, მაგრამ დეკემბერში მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და ფეხბურთს დიდი ხნით დაემშვიდობა.

რეაბილიტაციის დროის დიდი ნაწილი რიბერიმ გერმანიაში გაატარა, ფლორენციაში კი მაისის დასაწყისში დაბრუნდა და 2-კვირიან კარანტინში იმყოფებოდა. ახლა კი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. ფიორენტინა რიბერის ასეთი სიტყვებით მიესალმა: “მეფე ფრანკი დაბრუნდა”.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაატარებს მომდევნო მატჩს ფიორენტინა. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის რესტარტს 13 ივნისს ფიქრობს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები