Thumbnail

კანტეს ისე ეშინია, რომ ვერ ვარჯიშობს! ლამპარდმა ფრანგი გაათავისუფლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსის ფრანგი ნახევარმცველი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს
  • ფრენკ ლამპარდმა ნ’გოლო კანტე დროებით გაათავისუფლა

ლონდონის ჩელსიმ მცირე ჯგუფებით ვარჯიში განაახლა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი ნ’გოლო კანტეს გარეშე. როგორც გაირკვა, მსოფლიოს ჩემპიონ ნახევარმცველს კორონავირუსით დაინფიცირების შიში აქვს, რის გამოც ვარჯიშზე უარი თქვა.

‘ტელეგრაფის’ ინფორმაციით, ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა კანტეს დროებით ვარჯიშების გაცდენის ნება დართო. აღსანიშნავია, რომ სამშაბათს კანტე თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, პანიკური შიშები დაეწყო. ‘ტელეგრაფი’ წერს, რომ ის კლუბის ხელმძღვანელებთან მივიდა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

ფრანგი ნახევარმცველს ვარჯიშს სახლის პირობებში, ინდივიდუალურად აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ კანტე ჯანმრთელობის პრობლემებზე განსაკუთრებით ემოციურად რეაგირებს. მისი უფროსი ძმა ნიამა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, გულის ინფარქტით გარდაიცვალა, მამა კი კანტემ 11 წლის ასაკში დაკარგა. 2018 წლის მარტში კანტემ ვარჯიშის შემდეგ, თანაგუნდელების თვალწინ, მოულოდნელად, გონება დაკარგა. კარდიოლოგიურმა კვლევების შედეგად მას გულის პრობლემები არ დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ნ’გოლო კანტე არ არის პრემიერლიგის ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც კორონავირუსით დაინფიცირების პანიკურად ეშინია. ვარჯიშებისგან ასევე თავს იკავებს უოტფორდის კაპიტანი ტროი დინი. 31 წლის ფეხბურთელმა შიშის გამო მოედანზე დაბრუნებაზე უარი თქვა - მის 5 თვის შვილს სუნთქვის პრობლემები აქვს...

კომენტარები

ბოლო ამბები