Thumbnail

შოთა არველაძე: რუსეთის ნაკრებში მუშაობა? ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის, ვრცელი ინტერვიუ მისცა sports.ru-ს. ერთ-ერთი კითხვა ქართველი მწვრთნელის რუსეთის ნაკრებში შესაძლო მუშაობას ეხებოდა, რაზეც შოთამ შესაბამისი პასუხი გასცა.

Sports.ru: 2010 წელს დიკ ადვოკატი რუსეთის ნაკრებში ასისტენტის როლს გთავაზობდათ. მაშინ უპასუხეთ: “ჯერ არ შემიძლია – ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს ძალიან ბევრი ტკივილი მიანიჭეს”. ახლაც იგივე აზრზე ხართ?

შოთა არველაძე: დიახ, რადგანაც, ჯერჯერობით, ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები – ბათუმში. მახსოვს, როგორ შემეშინდა. ასეთი რამ არასდროს გავიწყდება. კლუბში მუშაობა ერთია და ნაკრებში – სრულიად სხვა. არ მინდა რუსეთის კულტურისა და ქვეყნის მიმართ გრძნობებში პოლიტიკა გავურიო, თუმცა, სხვა შემთხვევაში, სწორი არჩევანის გაკეთება გაჭირდებოდა. რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ ჩამოვედი. თქვენ საქართველოში ვიზა არ გჭირდებათ, ჩვენ კი – რუსეთში გვჭირდება. საჭირო იყო მთელი რიგი დოკუმენტების შეგროვება, საელჩოებში მერბინა, ეს კი, ბევრ დროს წაიღებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები