Thumbnail

'ლებრონი ხუთეულში არ შედის და იცით რატომ?' - პოლ პირსმა საუკეთესოები ჩამოთვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რა გააკეთა ჯეიმსმა იმისთვის, რომ რომელიმე ორგანიზაცია ნულიდან შეექმნა?'
  • პირსმა საუკეთესოები ჩამოთვალა და მასში ლებრონის ადგილი არ მოინახა

NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ პირსმა, რომელსაც სახელოვანი კარიერის განმავლობაში ბოსტონის, ბრუკლინის, ვაშინგტონისა და კლიპერსის რიგებში უთამაშია, ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეიკერსის 35 წლის ლიდერი ლიგის ყველა დროის TOP 5-ში არ შედის.

“რა გააკეთა ლებრონმა იმისთვის, რომ რომელიმე ორგანიზაცია ნულიდან შეექმნა? დაუკვირდით, მე იმ მოთამაშეებზე ვსაუბრობ, რომლებიც NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ხუთეულში უნდა იყვნენ. ბილ რასელმა ბოსტონი შექმნა, კარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიქ ჯონსონი, მაიკლ ჯორდანი, ტიმ დანკანი, კობი ბრაიანტი, ლარი ბერდი – ეს კალათბურთელები საუკეთესო ათეულში ნამდვილად შედიან, რადგანაც ფრანჩიზის შექმნაში ანაც მათი ტრადიციების გაგრძელებაში მონაწილეობდნენ”.

ცხადია, პირსის განცხადება ლებრონის ქომაგებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და მათ საფუძველიც ექნებათ. ჯეიმსი ხომ თანამედროვეობის საუკეთესო კალათბურთელია, რომელსაც NBA-ს ჩემპიონობა უკვე 3-ჯერ აქვს მოგებული, ამდენჯერვე ფინალების უძვირფასესი მოთამაშე (MVP) იყო, 4-ჯერ ლიგის MVP-დ დაასახელეს, ლიგის ოლ სტარში კი 16-ჯერ უთამაშია და იქ საუკეთესოდ 3-ჯერ აღიარეს. აშშ-ს ნაკრების მაისურით, ლებრონი ორგზის ოლიმპური ჩემპიონია.

თავად პირსს NBA-ს 1 საჩემპიონო ბეჭედი აქვს, რომელიც მან სელტიკსის რიგებში 2008 წელს დაიმსახურა და მაშინ ფინალის MVP-ც გახდა. პოლს ყველა ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობა 10-ჯერ აქვს მიღებული, მისი 34-ნომრიანი მაისური კი, ბოსტონელებს ხმარებიდან აქვთ ამოღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები