Thumbnail

უკრაინა ჩემპიონატის გასანახლებლად ემზადება - ხოჭოლავა გუნდში ვარჯიშობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრიანის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის განახლება 30 მაისიდან იგეგმება
  • ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დავით ხოჭოლავას გუნდი შახტარი ლიდერობს

უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის 22 მაისიდან შემსუბუქების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებაც შესაძლებელი იქნება.

კარანტინის შემსუბუქების შემდეგ, უკრაინის კონკრეტულ რეგიონებში შესაძლებელი გახდება სპორტული შეჯიბრებების უმაყურებლოდ და 50 ადამიანის მონაწილეობით ჩატარება. 

შახტარის სხვა ფეხბურთელებთან ერთად, კორონავირუსზე ტესტირება ხოჭოლავამაც გაიარა

ცნობილია, რომ უკრაინის პრემიერლიგის კლუბები ჩემპიონატის განახლებას 30 მაისიდან იმედოვნებენ. ასეთ შემთხვევაში ტურნირი 19 ივლისს უნდა დასრულდეს. 

უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში დონეცკის შახტარია, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს. შახტარი 13 ქულით უსწრებს ლუგანსკის ზორიასა და კიევის დინამოს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მაინცი
  • X
  • ლაიპციგი

საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველმა უკრაინის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის 7 მატჩში ითამაშა. კიდევ 2 შეხვედრა ხოჭოლავამ ევროპალიგაზე ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები