Thumbnail

ლეგენდარული დოლი იყიდება - მანოლოს გაუჭირდა, მიზეზი კი პანდემიაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლეგენდარული მანოლო ესპანეთის ნაკრების მატჩებს არ ტოვებს
  • მისი ბოლო იმედი ვალენსიას და 'ფურია როხას' გულშემატკივრების მხარდაჭერაა

მანუელ კასერეს არტესეროს ფეხბურთის გულშემატკივრები მანოლოს სახელით იცნობენ. 1979 წლიდან მოყოლებული, ლეგენდარული მანოლო პრაქტიკულად არ ტოვებს ესპანეთის ნაკრების მატჩებს, თან კი ყოველთვის თავისი განუყრელი დოლი დააქვს. როგორც ესპანური მედია წერს, გლობალურმა პანდემიამ მანოლოს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა, რასაც შესაძლოა მისი ლეგენდარული დოლი შეეწიროს.

ლეგენდარული მანოლო თავის დოლთან ერთად

მანოლოს პატარა ბარი აქვს ვალენსიას სტადიონთან, 'მესტალიასთან' ახლოს და სწორედ ეს ბარია მისი შემოსავლის მთავარი წყარო. კორონავირუსის გამო ბარი უკვე მეოთხე თვეა დაკეტილია, რამაც მანოლოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ლეგენდარული გულშემატკივარი 800-ევროიანი პენსიის იმედადაა დარჩენილი, საიდანაც 420 ევრო კრედიტში მიდის.

მანოლოს დახურული ბარი

“პანდემიამ ურთულეს მდგომარეობაში ჩამაგდო, ჩემი ვალები კი იზრდება. ესპანეთის მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა, მაგრამ ბარის გახსნის საშუალება ჯერ არ მაქვს. მხოლოდ ტერასული ბარები და კაფეები გახსნეს, მე კი დახურული სივრცე მაქვს. სხვა გზა არ დამრჩენია და საარსებო ფული რომ ვიშოვო, ჩემი განუყრელი დოლი უნდა გავყიდო. ბევრჯერ შემომთავაზეს დიდი ფული, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი, თუმცა ამჯერად, სხვა გამოსავალი არ მაქვს,” - განაცხადა მანოლომ, რომლის ბოლო იმედი ვალენსიას და ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრების მხარდაჭერაა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჰერტა
  • X
  • უნიონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები