Thumbnail
  • 'თუკი ინტერიდან წასვლას გადაწყვეტს, ვუსურვებ, სწორი არჩევანი გააკეთოს'
  • ლიონელ სკალონი ლაუტარო მარტინესის ბარსელონაში ტრანსფერს მიესალმება

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ იმედი გამოთქვა, რომ მილანის ინტერის ლიდერი ლაუტარო მარტინესი ბარსელონაში გადავა და ლიონელ მესის მხარდამხარ ითამაშებს. სკალონის აზრით, ეს, ეროვნულ გუნდს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

“ამჟამად, ლაუტაროს გადაბირება ლამის ყველა ევროპულ გრანდს სურს და ეს, გასაკვირი ნამდვილად არაა. სხვა საქმეა, რომ ის უკვე თამაშობს ცნობილ ევროპულ კლუბში და ინტერიდან მისი წაყვანა იოლი არ იქნება. ლაუტაროს ნამდვილად გაუმართლებს, თუკი მესისთან ერთად თამაში მოუწევს და ეს, ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ისინი რაც უფრო მეტხანს იქნებიან ერთ გუნდში, მით უკეთესი. მის ტრანსფერში ნამდვილად ვერ ჩავერევი, თუმცა, მინდა ლაუტაროს ვუსურვო, რომ თუკი მილანიდან აბარგებას გადაწყვეტს, სწორი არჩევანი გააკეთოს”.

ბოლო ინფორმაციით, ბარსელონა მზადაა ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს და პლუს, ინტერს ორი ფეხბურთელი დაუთმოს. ამავდროულად, მილანელები უკვე ეძებენ არგენტინელის შემცვლელს და ყველაზე ხშირად ორი თავდამსხმელი სახელდება: ტიმო ვერნერი ლაიფციგიდან და პიერ-ემერიკ ობამეიანგი არსენალიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები