Thumbnail

კრება დაინიშნა - იტალიის ჩემპიონატის ბედი იქ გადაწყდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის სპორტის მინისტრმა ჩემპიონატის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა
  • კრება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, 28 მაისს გაიმართება 
  • ვინჩენცო სპადაფორას ფრანგული მაგალითის გადაღება არ სურს 

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ მედიასთან ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მინისტრმა დაასახელა კრების გამართვის თარიღი, რომელზეც COVID 19-ის პანდემიის მიზეზით შეწყვეტილი ჩემპიონატის საკითხი უნდა გადაწყდეს.

იტალიის სპორტის მინისტრს არ სურს, რომ ფეხბურთის მტრად გამოაცხადონ

"ახლახან შევხვდი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGС) პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას და სერია A-ს ხელმძღვანელ პაოლო დელ პინოს. კრება 28 მაისს ჩატარდება და ამ დღეს გადავწყვიტავთ, როდის და როგორ განახლდება იტალიის ჩემპიონატი. ვაპირებთ სეზონის რესტარტს, რათა შემდეგ ის დავასრულოთ.

სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა, საფეხბურთო კლუბებისთვის მზადების გასანახლებლად FIGC-ის პროტოკოლი დაამტკიცა. ფეხბურთი უნდა განახლდეს. მარტივი იქნებოდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც საფრანგეთი და გვეთქვა, რომ ჩემპიონატი დასრულდა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფეხბურთის მტრად გამომაცხადებდნენ".

სერია A-ს სატურნირო ცხრილს იუვენტუსი 63 ქულით ლიდერობს, რომელიც ქულით უსწრებს ლაციოს

სერია A-ს კლუბებს გუნდურად ვარჯიში აქამდე უნდა განეახლებინათ, მაგრამ სამედიცინო პროტოკოლში არსებული ხარვეზების გამო, იტალიის სპორტის სამინისტრომ გუნდური ვარჯიშის დაწყება გადადო. პროტოკოლის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც კორონავირუსზე თუნდაც ერთი მოთამაშის დადებითი ტესტის შემთხვევაში, მთელი გუნდის კარანტინში ჩასმას ითვალისწინებდა, იტალიის ჩემპიონატის სულ ცოტა 9 კლუბმა დაიწუნა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დორტმუნდი
  • X
  • ბაიერნი

ვარაუდობდნენ, რომ სერია A-ს განახლება შესაძლებელი 13 ივნისიდან იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებს 14 ივნისამდე კრძალავს.

კომენტარები

ბოლო ამბები