Thumbnail

დიდი ხნით ლაციოში - სიმონე ინძაგი კონტრაქტს ახანგრძლივებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდე იქნება გათვლილი
  • მწვრთნელი წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს

იტალიური სპორტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაციო და სიმონე ინძაგი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

უახლოეს დღეებში, ინძაგი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც 2023 წლამდე იქნება გათვლილი და რომლის ძალითაც მწვრთნელი წელიწადში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

სიმონე ინძაგიმ ლაციო 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ, გუნდს 3 ტიტული მოაგებინა: იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი. სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონში, ლაციომ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, რაც გუნდის ყველა დროის რეკორდია. სატურნირო ცხრილში ლაციო მეორე ადგილზეა და ლიდერ იუვენტუსს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. თუ ჩემპიონატი განახლდა, რომაული გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ გერმანიამ განაახლა. ბუნდესლიგაში რესტარტი 16 მაისს, 26-ე ტურით შედგა. მომდევნო ტური პარასკევს, ბერლინური დერბით იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები