Thumbnail
  • რეალს ჩემპიონთა ლიგაზე გასული ათწლეული ფანტასტიკური გამოუვიდა
  • მარსელოს მოგებული ტიტულები არ ჰყოფნის და უფრო მეტი სურს

მადრიდის რეალს გასული ათწლეული ევროტურნირებზე ძალიან კარგი გამოუვიდა. "სამეფო კლუბმა" ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება (2016, 2017 და 2018 წლებში) და საერთოდაც, ევროპის ყველაზე პრესტიზული საკლუბო ტურნირი 5-წლიან მონაკვეთში 4-ჯერ მოიგო.

მადრიდის რეალი 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში მერვედფინალშია გასული, სადაც პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 1:2 დათმო პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტისთან. განმეორებითი მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, მადრიდული კლუბის ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო მოტივაციას არ კარგავს. მარცხენა განაპირა მცველს ტიტულები არ ჰყოფნის და მათი მოგების სურვილი კიდევ აქვს.

"ზედიზედ სამჯერ და 5 წელიწადში 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ის, რაც ისტორიაში ჩაიწერება. თუმცა ჩვენ ამაზე გაჩერება არ გვსურს, ჩვენ უფრო მეტი ტიტულის მოგება გვინდა. რაც მოხდა მოხდა, ჩვენ ახლა გამარჯვებების მოპოვება უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა მარსელომ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დორტმუნდი
  • X
  • ბაიერნი

32 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 4 მატჩი აქვს გამართული, სადაც თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები