Thumbnail

GSP - კაცი, რომლის მსგავსიც ოქტაგონზე არ გვინახავს დღეს 39 წლის გახდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კანადის სიამაყე დღეს იუბილარია
  • მის დაბრუნებას MMA-ის ყველა ქომაგი ელის

დაახლოებით 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც GSP-იმ ტორონტოში ჯეკ შილდსი დაამარცხა "ამ სპორტში ალბათ ასეთი დიდი არაფერი გვინახავს" - ამბობდა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ბრძოლის ღამეზე, რომელსაც ონტარიოში 55,724 მაყურებელი დაესწრო.

ბეისბოლის სტადიონზე გამართული ბრძოლის შემდეგ, ჟორჟ-სენ პიერი ოქტაგონზე კიდევ 4-ჯერ გამოჩნდა, მათ შორის ბოლოს მაიკლ ბისპინგის წინააღმდეგ, რომელიც მესამე რაუნდში გაგუდა და ჯო როგანის მიკროფონით MMA სამყაროს დაემშვიდობა.

"3 კაცს მინდა ვეჩხუბო" - ამბობდა ხაბიბი ალ იაკინტასთან გამარჯვების შემდეგ. "კონორი, ტონი და ბოლოს GSP... ამის შემდეგ კარიერას დავასრულებ. სენ-პიერს მემკვიდრეობა უნდა წავართვა, შემდეგ წყნარად წავალ სპორტიდან."

კომენტარები

ბოლო ამბები