Thumbnail

სტივ კერის სემინარი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელებისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გოლდენ სტეიტის თავკაცთან ონლაინ-ჩართვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
  • ქართველ ცენტრსა და კერს NBA-ს ჩემპიონობა ერთად 2-ჯერ აქვთ მოგებული

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელებს მნიშვნელოვანი დღე ჰქონდათ. ისინი ყოფილი პროფესიონალი კალათბურთელის, ამჟამად კი, გოლდენ-სტეიტ უორიორსის მთავარ მწვრთნელის სტივ კერის ონლაინ სემინარს დაესწრნენ.

აკადემიის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, კერმა სემინარი სამწვრთნელო ფილოსოფიაზე ჩაატარა და დამსწრე მწვრთნელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას NBA-ში ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ კერის ხელმძღვანელობით აქვს გატარებული. ზაზა 2-ჯერ (2017, 2018) გახდა მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ჩემპიონი მაშინ, როდესაც გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი კერი გახლდათ.

სტივ კერის სემინარი! 💥 ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მწვრთნელები, ყოფილი პროფესიონალი კალათბურთელის, ამჟამად "...

Posted by Zaza Pachulia Basketball Academy on სამშაბათი, 19 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები