Thumbnail

'დაკრძალვასაც ვერ ასწრებენ' - ხაბიბის პასუხი მათ, ვისაც COVID 19 აფერა ჰგონია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ჩემპიონმა გამომწერს უპასუხა, რომელმაც კორონავირუსს აფერა უწოდა
  • დაღესტნელმა მებრძოლმა მის რეგიონში არსებული უმძიმესი ვითარება აღწერა   

მსუბუქ წონაში UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ინსტაგრამზე ერთ-ერთ გამომწერს უპასუხა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიას აფერა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ დაღესტნელი მებრძოლის მამა ადბულმანაპ ნურმაგომედოვი, ვირუსის გამო, უმძიმეს მდგომარეობაშია და კლინიკაში სიკვდილს ებრძვის. ხაბიბმა უკვე მოუწოდა თანამემამულეებს სიფრთხილისა და წესების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ მის რეგიონში პანდემიის მხრივ მდგომარეობა უმძიმესია.

ხაბიბის მამა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, უმძიმეს მდგომარეობაშია

"მხოლოდ ჩემს სოფელში პნევმონიისგან ხუთასი ადამიანი დაავადდა, 11 გარდაიცვალა და კიდევ ათეულობით საავადმყოფოშია. მეზობელ სოფელში ერთ ღამეში 14 ადამიანი გარდაიცვალა, დაკრძალვასაც კი ვერ ასწრებდნენ. ბოდიში, თუ მე ისეთი ჭკვიანი არ ვარ, როგორც შენ", - უპასუხა ხაბიბმა იმ ადამიანს, რომელიც კორონავირუსის პანდემიას 21-ე საუკუნის აფერად მოიხსენიებდა.

20 მაისის მდგომარეობით, დაღესტანში ოფიციალურად COVID 19-ით დაავადების 3 553 შემთხვევა დაფიქსირდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა,  თუმცა ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი ოფიციალურს რამდენჯერმე აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები