Thumbnail

Football Italia-მ სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელიც მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. სიმბოლურში ერთი ქართველია - კახა კალაძე...

სიმბოლურში სამი სერბია, დანარჩენ ქვეყნებს (საქართველო, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, მონტენეგო, პოლონეთი და უკრაინა) კი თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

სიმბოლურში კალაძე და შევჩენკოც მოხვდნენ

"კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი დაუფასებელი მებრძოლი საუკუნის დასაწყისიდან. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი საუკეთესო თვისება უნივერსალობა იყო. რომლის წყალობითაც მან ისეთი ფეხბურთელების გარემოცვაში, როგორიც ნესტა, მალდინი, კაფუ და სტამი იყვნენ, 284 მატჩი ითამაშა "როსონერის" შემადგენლობაში. 

მან ყველაფერი მოიგო მილანთან ერთად - სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და სხვები", - წერს გამოცემა. 

სერია A-ს სიმბოლური. აღმოსავლეთ ევროპა

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია)

მცველები: კახა კალაძე (საქართველო), კრისტიან კივუ (რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი)

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (სერბეთი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სერბეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი)

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა). 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვოლფსბურგი
  • X
  • დორტმუნდი

კახა კალაძე სერია A-ს ორ კლუბში თამაშობდა 2001-2020 წლებში მილანში, ხოლო 2010-2012 წლებში - ჯენოაში. იტალიის ჩემპიონატში მან ჯამში 250-მდე თამაში გამართა და 13 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები