Thumbnail

ბუქარესტიც ევრო 2020-ზე რჩება - რუმინეთის დედაქალაქმა დაადასტურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფამ 27 მაისის აღმასკომის სხდომა 17 ივნისს გადაიტანა. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქებიდან რამდენიმეს პრობლემები აქვს...

ერთ-ერთ ასეთ პრობლემატურ სტადიონად ბუქარესტის "ეროვნული სტადიონი" მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ოფიციალურად გაირკვა, რომ რუმინეთის დედაქალაქი აუცილებლად უმასპინძლებს ევრო 2020-ს, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, 2021 წლის ზაფხულში, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

"რუმინეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ ბუქარესტმა ევრო 2020-ს უმასპინძლოს. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ წარმოადგინა შესაბამისი გარანტიები", - ვკითხულობთ რუმინეთის მთავრობის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს ბუქარესტის 55-ათასიანი Arena Nationala-სთან ერთად უმასპინძლებენ: ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ლონდონი, მიუნხენი, რომი და სანკტ პეტერბურგი. 

კომენტარები

ბოლო ამბები